ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე შვილის ფოტოს აქვეყნებს და უკვირს, როგორ ძლებს მის გარეშე მაშინ, როდესაც მიში შვილი ამერიკაში დედასთან ერთად ცხოვრობს.
გვარამიას თქმით, იმ ფონზე, როდესაც მეგობრებსაც კი პოლიტიკური დაპირისპირების ნიადაგზე, სავარაუდოდ, “გონება დაუცურდათ”, აპირებს საკითხს მოცალეობის ჟამს ჩაუღრმავდეს.
“ვერაფრით ვერ ვხვდები, რა მაიძულებს, ქექესთან ერთად მშვიდად ცხოვრების ნაცვლად, აქ ვიყო ომში მანიაკ ავაზაკთან და პასუხად უმადურობას და ზურგში დანებს ვითმენდე და ვიგერიებდე. მათ შორის, ყველაზე სამწუხაროდ, მეგობრებისგანაც, რომლებსაც პოლიტიკური დაპირისპირების ნიადაგზე, მგონი გონება დაუცურდათ. უნდა ჩავუღრმავდე ერთი ამ საკითხს მოცალეობის ჟამს”, – – წერს გვარამია.
კომენტარები