„ელიავაზე“ ჩაბარებული მეორადი ავტომობილების ნაწილებისაგან ახალი ავტომობილი ვერ აეწყობა. როგორ შეიძლება, გვარამიას ახალი ერქვას? მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი კაცის სიბრძნე გაიმარჯვებს და ის ხმას მისცემს მშვიდობას, – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ობგაიძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
მან აღნიშნა, რომ მშვიდობა მოქალაქეების უმთავრესი დაკვეთაა.
„ასე ძალუმად სანატრელი, როგორც დღეს, არ ყოფილა ის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, ამას ალტერნატივა არ აქვს. ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს ჩვენს თანამოქალაქეებთან. პირდაპირ საშინაო დავალებად და დაკვეთად გვაძლევენ. ლამის, ყველაფერმა უკან გადაიწია. ოღონდ მშვიდობა იყოს საქართველოში და საქართველო არ გაეხვეს ცეხლის ალში.
ჩემს თანამოქალაქეებს მივმართავ. მე სპეციალობით ავტომობილისტი გახლავართ და „ელიავაზე“ ჩაბარებული მეორადი ავტომობილების ნაწილებისაგან ახალი ავტომობილი ვერ აეწყობა. როგორ შეიძლება, გვარამიას ახალი ერქვას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი კაცის სიბრძნე და ის ხმას მისცემს მშვიდობას, ხმას მოგვცემს სწორედაც ჩვენ“, – განაცხადა შალვა ობგაიძემ.