ფრონტზე ადამიანების, ტექნიკის, შეიარაღების ნაკლებობას განიცდიან და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ პოლიტიკა არასწორად ხორციელდება უკრაინაში, სისხლში ნარევი ქურდობა მიმდინარეობს ომის დროს, – განაცხადა ზელენსკის პარტიის ყოფილმა წევრმა არტემ დმიტრუკმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
„სამწუხაროდ, ჩვენ ყოველდღე მეტრობით ვკარგავთ ტერიტორიებს. მობილიზაციის რესურსი ჩვენს ქვეყანაში თითქმის ამოწურულია. ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციო მობილიზაციის იმ მეთოდებს, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ძალადობრივი მობილიზაცია, როდესაც ყოველდღე იტაცებენ მამაკაცებს საკუთარი ბინებიდან, სამუშაოდან. მამაკაცები აღარ მუშაობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სოფლის მეურნეობაში იმიტომ, რომ ასეთი რამე ხდება. მძიმეა ვითარება ფრონტზე, ადამიანების, ტექნიკის, შეიარაღების ნაკლებობას განიცდის და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ არა მხოლოდ ჩვენ ცოტა მოგვცეს ჩვენი ქვეყნის დასაცავად, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკა არასწორად ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. სულ ძარცვა, უამრავი და სისხლში ნარევი ქურდობა მიმდინარეობს ომის დროს“, – აღნიშნა დმიტრუკმა.