„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებით, მშვიდობიან პერიოდში ოპოზიციას სურს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია და დაძაბულობა შემოიტანონ. ასე გამოეხმაურა ის სუსის განცხადებას.
„ცდილობენ, რომ ამ მშვიდობიან პერიოდში შემოიტანონ ერთგვარი დესტაბილიზაცია, დაძაბულობა, დაპირისპირება და ამით გააჩინონ კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია კარდაკარ დადიოდეს, მოსახლეობას ელაპარაკებოდეს იმაზე თუ რატომ არიან ისინი უკეთესები, დაკავებულები არიან ამ დესტრუქციული საქციელით“, – აცხადებს მახაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.