რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ნაპოვნია იმ პირის ცხედარი, რომელმაც სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში სავარაუდოდ აფეთქება განახორციელა.
„სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება შეეძლო მამაკაცს, რომლის ცხედარი მესამე ვაგონში აღმოაჩინეს, მისი ვინაობა დადგენილია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მონაცემები სავარაუდო თვითმკვლელის შესახებ არ გასაჯაროვდება“, – განაცხადა სვეტლანა პეტრენკომ.
ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, სანკტ-პეტერბურგში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი აკბარჟონ ჯალილოვია, რომელიც 1995 წელს ქალაქ ოშში დაიბადა, ახლა კი რუსეთის მოქალაქეა.
კომენტარები