თემო გვალია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“საქართველოს ადვოკატებს: მართლა თუ თვლით თავს ადვოკატებად, ხალხის და სიმართლის დამცველებად, მოიწვიეთ ადვოკატთა კრება თუ ყრილობა და მოიშორეთ გვერდიდან ნაციონალების მიერ, 9 წლის განმავლობაში ჩადენილი სისასტიკეების გამპრავებელი ზაზა ხატიაშვილი და დანიშნეთ მართალი, მიუკერძოვებელი, თავისუფალი ადამიანი! და თუ ეგუებით მის ამორალურ გამოხტომებს, ესეიგი თქვენც მისი გამპრავებლები გამოდიხართ! რომ იძახით ადრე ხმას ვერ ვიღებდით იმიტომ, რომ პოლიტიკური წნეხის ქვეშ ვიმყოფებოდითო, ეხლაც პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფებით თუ ჩვენ გვამყოფებთ ხატიაშვილის წნეხის ქვეშ? თქვენი იმედი აქვს ხალხს და ნუ გაუცრუებთ ამ იმედს… ზაზა ხატიაშვილი არ არის არც თქვენი და არც ჩვენი ღირსი! გადააყენეთ!”-წერს თემო გვალია.
კომენტარები