ვენესუელის დასავლეთ ნაწილში, ტრუხილიოს შტატში შეიარაღებულმა პირებმა 11 ადამიანი მოკლეს.
ამის შესახებ ვენესუელის პროკურატურა იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ყველა დაღუპული მამაკაცია. მათ შორის სამი მოზარდია – 15, 16 და 17 წლის. ერთ-ერთი მოკლული კოლუმბიის მოქალაქე იყო. დაღუპულების და მკვლელობის მოტივის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კომენტარები