შალვა პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ აკრიტიკებს საჯაროდ ჩინეთის მიმართ უსამართლო ბრალდებებს. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ, სად არიან ის ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ მშვიდობიან განვითარებას, საერთაშორისო როლსა და სამართლის უზენაესობას. და ვფიქრობ, ჩინეთი, თავისი ისტორიულად ჩამოყალიბებული პოზიციით მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ, აჩვენებს, რომ ქვეყნის განვითარება, მათ შორის დიდი ქვეყნისთვის, მიღწევადია ძალის გამოყენების, ძალით მუქარის ან იმის ფიქრის გარეშე, რომ გლობალური როლის ქონის ან გლობალურ ძალად ყოფნის ერთადერთი გზა რაღაცნაირად დიდ სამხედრო ძალად აღქმაა.
ჩინეთი აჩვენებს, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით შესაძლებელია მიიზიდო, შესაძლებელია აჩვენო, რომ ქვეყანა ერთგულია არა მხოლოდ საკუთარი თავის განვითარების, არამედ მის გარშემო არსებული რეგიონისა და მთელი მსოფლიოს განვითარების. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ იმ სამყაროს ნაწილი, სადაც თუ კონტინენტის ან დედამიწის ერთ მხარეს არის პრობლემა ან კონფლიქტი, ის საბოლოო ჯამში მეორე მხარეზეც აისახება. შესაბამისად, ჩინეთის სამშვიდობო პოლიტიკა – მოდით ასე ვუწოდოთ მას, არის ის, რასაც სხვადასხვა გლობალური აქტორები, ვფიქრობ, სულ უფრო მეტ პატივს სცემენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
