ბათუმის მოვლენების მონაწილე ირაკლი ჩხვირკია ერთი თვის წინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეების პროვოცირება მოახდინა.
“მე მივხვდი, რომ ხელისუფლება არ ერეოდა, არაფერს არ აკეთებდა პოლიცია, პირიქით, პროვოცირებდა პოლიციის შენობიდან გაზის და რეზინის ტყვიების პერმამენტული სროლით. აბრაზებდნენ პატარა ბიჭებს და ნასვამ საზოგადოებას და ესენი ისევ აგრძელებდნენ თავდასხმას”, – განაცხადა ჩხვირკაიამ გადაცემა “პრიორიტეტში”.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ბათუმში პირის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებას პროტესტი მოჰყვა, რომელიც შემდეგ არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზის გაშვებით დაშალა.
კომენტარები