საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენციის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა და კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოში ჩვენ სერიოზულად ვუდგებით კლიმატური კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობას და უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა არსებითი გავლენა მოვახდინოთ. საქართველო აქტიურად აგრძელებს კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების ინტეგრირებას ეროვნულ ბიუჯეტში წლიური შეფასებების საშუალებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, გავზომოთ კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ჩვენს ხარჯებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩვენ ერთად ვაქცევთ სამხრეთ კავკასიის რეგიონს შესაძლებლობებისა და წარმატებების რეგიონად!“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლა COP29-ის ლიდერების სამიტზე (ფოტოები)
2024/11/13 13:14:48
კომენტარები
ნანახია: 19 ჯერ