„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარიამ“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს საიდუმლოდ წერილი გაუგზავნა, სადაც 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას ითხოვს. შესაბამისი დოკუმენტი „ქრონიკამ“ მოიპოვა.
ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს შემდეგი 30 დღის განმავლობაში დააინიციიროს სპეციალური მისია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში თითქოს და შიდა და გარე ჩარევებს შეისწავლის. რადიკალები აგრეთვე ითხოვენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ ჩაატაროს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და ნათლად განუცხადოს, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება ლეგიტიმაცია.
ამასთან ერთად, ოთხი პარტია ითხოვს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა შეაჩეროს. მათ შორის, გადადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეაჩეროს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები მანამ, სანამ ისინი არ დათანხმდებიან საერთაშორისო გამოძიებას.
ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოზე და ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელებს.