ხელმოცარულ ოპოზიციას რაც დარჩენილი აქვს არის ის, რომ ჩაატაროს აქციები, რომელზეც ძალიან ცოტა ადამიანი დადის, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში არეულობის გამოწვევაა, რაც არ გამოუვათ.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, გარკვეულ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც თავიანთი პარტიის მხარდამჭერებს გადაუხადეს, რომ ჩამოეყვანათ თბილისში, მაგრამ როგორც მათი ყველა სხვა აქცია, ეს აქციაც წარუმატებლობისთვისაა განწირული“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
„ნაციონალურის მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა გუშინ 24-საათიანი აქცია დააანონსეს. ზოგიერთმა მათგანმა აქციის მონაწილეებთან ერთად, ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენა.
პროტესტის მონაწილეებმა კარვებით და სამარშრუტო ტაქსებით ჭავჭავაძის გამზირი ჩახერგეს, რის გამოც ვაკე ამ დრომდე პარალიზებულია.