რაც უფრო რადიკალურია მოთხოვნები ოპოზიციის, მით უფრო კარგად ჩანს, რომ ფაქტობრივად არაფრის რესურსი რადიკალურ ოპოზიციას დღეს ნამდვილად არ გააჩნიათ, – განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ასეული ათასი ხმით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ადგილზე გასულ პარტიაზე.
„რაც უფრო რადიკალურია მოთხოვნები ოპოზიციის, მით უფრო კარგად ჩანს, რომ ფაქტობრივად არაფრის რესურსი რადიკალურ ოპოზიციას დღეს ნამდვილად არ გააჩნიათ.
ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ასეული ათასი ხმით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ადგილზე გასულ პარტიაზე. 300 ათასი ხმით ყველა ოპოზიციონერზე, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში საზოგადოებისგან მიიღო გარკვეული ნდობის ნაწილი.
სინამდვილეში, მათ ნდობა მიიღეს იმისთვის, რომ პარლამენტში შებრძანდნენ, საპარლამენტო საქმიანობას მიუძღვნან მომავალი ოთხი წელი და არა ქუჩაში ჯდომას უსარგებლოდ, უსაფუძვლოდ, ყოველგვარი შედეგის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალებისა და ჩვენი არაკეთილისმოსურნეების, ასე ვთქვათ, გულის მოსაფხანად“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.