ევროკავშირი მზადაა ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაეხმაროს. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგშია შეტანილი.
კომენტარები