პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი „იმედის“ თანამშრომლების მიმართ ოპოზიციის აქციებზე ბულინგს გამოეხმაურა.
„როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა, როგორ არ უნდა გინდოდეს ქვეყნის განვითარება, რომ 7 ნოემბერს ნატრობდე ქვეყანაში, რომლითაც დაიწყო სხვათა შორის სისხლიანი რეჟიმის დასასრული. მოინდომეს ხალხის ქუჩაში ხოცვა, ჟლეტვა, ფიზიკური განადგურება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამისთვის იბრძვიან და ეწყობა ეს აქციები?!“ – აღნიშნა სეფაშვილმა.
19 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა – გისურვებთ 7 ნოემბერს.