ბოლო წლებში ჩვენ რასაც ვხედავთ, ყოველთვის ცდილობენ ისინი, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროპულ გზას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა. იგი ამგვარად აფასებს რადიკალური ოპოზიციური პარტიების მიერ საქართველოს სანქცირების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების მოთხოვნით ბრიუსელში გაგზავნილ წერილს.
„ბოლო წლებში ჩვენ რასაც ვხედავთ, ყოველთვის ცდილობენ ისინი, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროპულ გზას. ჩვენ ამას ვხედავდით ვიზალიბერალიზაციაზე, იგივეს ვხედავდით კანდიდატის სტატუსზეც. ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, როგორ და ვისგან იმართებიან ისინი – თავისი გარე პატრონებისგან, მათი დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი. მაქსიმალურად ცდილობენ ქვეყანაში არეულობის შემოტანას“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
კომენტარები