ვახო ხუზმიაშვილის გადაცემის სტუმარი სევდია უგრეხელიძე გახლდათ.
“როდესაც, კანონიერი უზენაესი საბჭო დაამხეს და შემდეგ მოვიდა კიტოვანის, ჯაბა იოსელიანის, თენგიზ სიგუას პარლამენტი, ამის ლეგიტიმაცია ისე სცნო მთელმა მსიოფლიომ, რომ შეფასება არ ჰქონდა ზვიად გამსახურდიას უზენაეს საბჭოს და რამდენად რელევანტურია, როდესაც საუბრობთ გვექნება თუ არა ლეგიტიმაცია?
მარტო ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს შეფასება კი არა, საქართველოს დამოუკიდებლად ცნობა მაშინ არ მოხდა, სწორედ მაშინ, როდესაც ზვიად გამსახურდია ავირჩიეთ ყველაზე დიდი ლეგიტიმაციით და არ მიულოცეს, არ სცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა; როდესაც ახლა ვსაუბრობთ, რომ დასავლეთი არ სცნობს ლეგიტიმაციას, დასავლეთს ჩვენთან შეცდომები ხომ მოსვლია? სახელმწიფო რომ დაამხეს პუტჩისტებმა მაშინ, დღემდე ეს სცნო დასავლეთმა?”-განაცხადა უგრეხელიძემ.
“დასავლეთს ჩვენთან შეცდომები ხომ მოსვლია, სახელმწიფო რომ დაამხეს პუტჩისტებმა მაშინ, დღემდე ეს სცნო დასავლეთმა” (ვიდეო)
2024/11/20 18:05:52
ნანახია: 10 ჯერ