მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.
კანონმდებლობის მიხედვით კი, ე.წ. სიების ჩახსნა ოპოზიციას დღევანდელი მოცემულობით არ შეუძლია. კონსენსუსს მათ ვერც ამჯერად მიაღწიეს. ნაწილი სიების ჩახსნას აანონსებს, ნაწილი კი, მხოლოდ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებით შემოიფარგლება.
პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას აპირებს და არც რაიმე განცხადებების დაწერას გეგმავს. აქვე შალვა პაპუაშვილი ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიებს ურჩევს, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა სურთ, პარლამენტს 26 ნოემბერს მიმართონ.
ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრული ვადის ფარგლებში, ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს, დროებითი მოწმობები უკვე დაუმზადა. რადიკალები კვლავ მანდატების თემით მანიპულირებენ, თუმცა იურიდიულად სიების ჩახსნას არ გეგმავენ.