საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის დუმილი განპირობებულია იმით, რომ ორმაგი სტანდარტი კვლავ მოქმედებს, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების და ოპერატორების შეურაცხყოფაზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრისას.
„იმედი“ არის მედიასაშუალება, რომელსაც აქვს გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები, არც შეიძლება რომ არ ჰქონდეს, მაგრამ არასოდეს არასრული, ან არასწორი ინფორმაცია მაყურებლისთვის არ მიუწოდებია. რასაკვირველია ეს არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, ხოლო დიპლომატიურ წარმომადგენლებს არ აწყობთ რადიკალური ოპოზიციის ამ მიმართულებით ასეთი, აბსოლუტურად შეუფერებული უგვანო გამოვლინების კრიტიკა“, – აცხადებს ვოლსკი.
კადრები, სადაც ჩანს როგორ აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არ აძლევენ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას „ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფს, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები, საზოგადოებამ იხილა.