ამათ უნდა მივაწვეთ. პასუხი უნდა იყოს ფიზიკური ძალითაც, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გუშინდელ აქციაზე პოლიციელების მისამართით.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის გუშინ სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სამართალდამცველს ხელი გაარტყა. ფიზიკური დაპირისპირების დროს მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ.
აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
კომენტარები