უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ანატოლი ბარგილევიჩის განცხადებით, კურსკის ოლქში 11 ათასზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია და მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლებში.
„იქ ძირითადად საერთო საჯარისო ქვედანაყოფებია განლაგებული. ისინი [ჩრდილოკორეელები] აცხადებენ, რომ თითქოს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის მოსახლეობას წარმოადგენენ. მათ შესაბამისი დოკუმენტებიც აქვთ“, – განაცხადა ბარგილევიჩმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე სამხრეთ კორეის ეროვნულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში იმყოფებიან და უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართულები არიან.
კომენტარები