ვანდალიზმის მცდელობებია. ორკები, თქვენ პირადად [ქრონიკის ჟურნალისტს] როგორ დაგესხნენ თავს ვნახეთ ეს ყველაფერი, თქვენმა კოლეგებმაც კი ამის გაპროტესტება ვერ გაბედეს, ესაა დამოკიდებულება და ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. როდესაც თქვენი კოლეგებიც კი ვერ ბედავენ, რომ ამორალური უწოდონ თქვენზე პერსონალურ თავდასხმას და ნებისმიერ ჟურნალისტზე, ეს არის ის რაც ხდება გარეთ. ამის გაგრძელება ეს არის ლიბერალური ფაშიზმი და როდესაც ვიღაცას რაღაცას უწოდებენ, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარად დამონებული საზოგადოება თავისუფალ ქვეყანას ვერ შექმნის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის მიმდებარედ ოპოზიციის წევრების აქციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიციის მოგონილი ტყუილების არავის სჯერა, ამიტომაც პარლამენტის შენობის გარეთ მხოლოდ პარტიული აქტივი დგას.
„ვინც ქმნის თავისუფალ ქვეყანას, ის საზოგადოება, რომელიც არის ქართული, უბრალოდ ქართული კი არა, თავისი არსითაც ქართული ეს საზოგადოება იმარჯვებს დღეს. ამ საზოგადოებამ გაიმარჯვა კიდევ ერთხელ დღეს, რომელი საზოგადოებაც გაპროტესტებასაც არ ერიდება თუ რამე გასაპროტესტებელია, რომელი საზოგადოებაც ტყუილებს არ ექვემდებარება და არ იჯერებს იმ პირწმინდა სისულელეს აქ ჟურნალისტებიც, რომ ვერ ბედავენ შემოსვლას ამ თემაში, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა. ამაზე სერიოზულად თუ ვინმეს წამოსცდება, მაინტერესებს მასთან პოლემიკა, არც ერთხელ არ შემოვიდა არც ერთი ამ პოლემიკაში.
შესაბამისად, ამის გაგრძელება, ამ ლიბერალური ფაშიზმის, ამ ტყუილების ანუ გაბედვა უნდა ამას, ამას სჭირდება თავხედობის ხარისხი, შუბლზე ძარღვის გაწყვეტა კი არ სჭირდება, შუბლზე ძარღვის არქონა სჭირდება ასეთი თავხედობების მტკიცებას.
შესაბამისად, ქართველი ხალხი რატომ არ დგას დღეს გარეთ, რატომ არიან დაორგანიზებული ერთეული ადამიანები, იმიტომ არიან, რომ ასეთ რაღაცას არავინ იჯერებს. როგორც პარტიული აქტივი კი ბატონო, აქვთ ამის უფლება. ყვირიან, აბრახუნებენ, მაგრამ არ აქვთ თქვენზე [ქრონიკის ჟურნალისტზე] ამორალური თავდასხმის უფლება, არ აქვთ იმ ლიბერალური ფაშიზმის უფლება. ამაზე პასუხი უნდა გაეცეს და აუცილებლად გაეცემა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.