რუმინეთმა, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს. ინფორმაციას ბრიტანული Sky News-ი ავრცელებს.
მედია მიზეზად ასახელებს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატის კელინ გეორგესკუს გამარჯვებას, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა ნატოს და ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.
გეორგესკუმ არჩევნებში ხმების 23 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე ხმების 19 პროცენტით, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, „სოციალ-დემოკრატი“ მარჩელ ჩიოლაკუა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება.
კომენტარები