როგორ წარმოგიდგენიათ, ქართველმა პოლიციელმა ახალგაზრდა გოგო აიყვანა და მუხლებზე დააყენა და ასე გადაჰყავდათ, – ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა პოლიციელების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტის, ნათია ძიძიგურის სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხს.
მისი თქმით, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, რასაც მტკიცებულებები სჭირდება.
„ეს არის ძალიან სამარცხვინო ბრალდება. მუხლებზე დამაყენესო – ასეთი ბრალდება, მართლა არ გამიგია… მკვლელებს და რეციდივისტებს არ ვექცევით ასე, როცა ვაკავებთ. როგორ წარმოგიდგენიათ, ქართველმა პოლიციელმა ახალგაზრდა გოგო აიყვანა და მუხლებზე დააყენა და ასე გადაჰყავდათ. დაამტკიცონ. ასე შეიძლება დაგაბრალოთ, რომ მოხვედით ჩემს სახლში და აწამეთ ჩემი შვილი, მაგრამ ხომ უნდა დავამტკიცო? ერთ პროცენტსაც არ ვუშვებ, რომ ასეთი რამ მოხდა, ამაზრზენი ბრალდებაა, საიდან მოიგონეს, ძალიან მძიმეა და არ შეიძლება ასე“, – განაცხადა გომელაურმა.