კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დოლანდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა მას შემდეგ, რაც ტრამპმა კანადიდან საქონლის იმპორტზე ტარიფის გაზრდის გეგმის შესახებ განაცხადა, – ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
კანადის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დონალდ ტრამპთან „კარგი“ საუბარი ჰქონდა.
„ჩვენ პირდაპირ ვისაუბრეთ ფაქტებზე, იმაზე, თუ რამდენად ინტენსიური და ეფექტური კომუნიკაციაა ჩვენს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნა ტრუდომ.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე. ტრამპის განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ზომას არალეგალურ იმიგრაციასა და საზღვარზე „დანაშაულისა და ნარკოტიკების“ შემოდინებაზე.