რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ბაზებზე დარტყმების მიყენებას არ გამორიცხავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“რაც შეეხება კონკრეტულ სამხედრო ობიექტებს, ბაზებს ნებისმიერ სახელმწიფოში. დღესდღეობით, თუ კონფლიქტი ესკალაციური სცენარით განვითარდება, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან ნატოში შემავალი ქვეყნები თავისი არსით ამ [უკრაინის] კონფლიქტში ჩაერთნენ”, – თქვა მედვედევმა.
მიუხედავად ამისა, მედვედევის მტკიცებით, მას არ სურს ასეთი სცენარის ხილვა.
“იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დღეს, მე, სამწუხაროდ, საერთოდ არავითარი სცენარის გამორიცხვა არ შემიძლია, ყველაზე რთულის და გულდასაწყვეტისაც კი. ჩვენ არ გვსურს ასეთი სცენარი. ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს”, – დასძინა მან.