„ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მსვლელობით მიემართებიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ამბობენ ევროკავშირიდან გრანტზე, განაგრძობენ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მისცემენ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“.
კომენტარები