თუკი ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს საკითხი რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდას და გამჭვირვალობას, არ არის ბარიერი, დღესვე შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მაგრამ, ჩვენ დავაყენოთ საკითხი და მუდმივად გვითხრან, რომ თქვენ საკითხი დააყენეთ და ჩვენ ამას არ გაძლევთ, არ ხართ ღირსი, 4 წლის განმავლობაში ამის უსაფუძვლოდ დაყვედრება საქართველოსთვის, რომელმაც გადაუსწრო ყველა კანდიდატ ქვეყანას ყველა მაჩვენებელში, არის ჩვენთვის მიუღებელი. არ შეიძლება მუდმივად ევედრებოდეორგანიზაციებს, რომელიც თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ საქართველო მონაცემებით მიიღოს. ჩვენ ვმუშაობდით იმ გეგმით, რომელიც გვეკუთვნის შესასრულებლად როგორც ევროკავშირის ასოცირებულ წევრებს, იმ გეგმით მივდივართ და 2028 წლისთვის ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება მაღალი მზაობა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს აჩერებს.