საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად, ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც – ვამაყობ ჩვენი ხალხით!,- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ბრალდებული და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი.
„მიუხედავად მთელს მსოფლიოში სხვადასხვა რეგიონებისა და სენსაციური ამბების დუღილისა, საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც.
ეს არის ჩვენი გაბედული ახალგაზრდების და ყველა ასაკის
ადამიანის თავდადების პირდაპირი შედეგი.
ვამაყობ ჩვენი ხალხით!
დიდება საქართველოს!“,- წერს სააკაშვილი.
კომენტარები