ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კაია კალასმა საკუთარი განცხადებებით რეალურად ახალი მთავრობა აღიარეს. რეალურად, საკუთარი ტექსტით მათ აღიარეს ახალი მთავრობა და შესაბამისად, მათ აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არის ძალიან კარგი და მადლობა უნდა გადავუხადოთ როგორც ერთ, ასევე მეორე პოლიტიკოსს, –განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერის თქმით, განცხადებები არის სამწუხარო იმ თვალსაზრისით, რომ არის სრულიად ცალმხრივი.
„მინდა აღვნიშნო, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კაია კალასმა საკუთარი განცხადებებით რეალურად ახალი მთავრობა აღიარეს. რეალურად, საკუთარი ტექსტით მათ აღიარეს ახალი მთავრობა და შესაბამისად, მათ აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არის ძალიან კარგი და მადლობა უნდა გადავუხადოთ როგორც ერთ, ასევე მეორე პოლიტიკოსს ამისათვის. რაც შეეხება განცხადებებს, განცხადებები არის სამწუხარო იმ თვალსაზრისით, რომ არის აბსოლუტურად ცალმხრივი. ხედავთ რა ხდებოდა გუშინ და გუშინწინ თბილისში. ვისი მხრიდან იყო ძალადობა ინიცირებული, ხომ იცით, ანუ, ისინი იყვნენ ძალადობრივი დაჯგუფებები. ვიდრე არ დაიწყო ძალადობა, ძალადობრივი შეტევა პარლამენტის შენობაზე, პოლიციელებზე და ა.შ. მანამდე არავითარი რეაგირება არ ჰქონია შსს-ს. არიან ძალადობრივი დაჯგუფებები, წინასწარ აქვთ დაორგანიზებული ძალადობა, წინასწარ მოაქვთ მასალები ამისათვის. რომ არ ყოფილიყო მათი მხრიდან ძალადობა, არ იქნებოდა არაფერი. ყველამ ვიცით, რომ ძალადობა თავიდან ბოლომდე ინიცირებულია მომიტინგეების მხრიდან. ძალადობა არ დაუწყია შსს-ს. ძალადობას იწყებენ მომიტინგეები და ამაზე რეაგირებს შემდეგ შსს. ეს ფაქტი რომ არ არის ამ განცხადებებში ხაზგასმული და ცალმხრივი რომ არის, ეს რა თქმა უნდა, აღიქმება მწვანე შუქად ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, რომ განაგრძონ ძალადობა. ეს არის ძალიან სამწუხარო. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს შენიშვნებს გავუგზავნით შესაბამის პოლიტიკოსებს.
რაც შეეხება გადატვირთვას – სამართლიანობა არის მთავარი ურთიერთობების გადატვირთვისთვის. როცა ვხედავთ უსამართლო განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. როგორც კი სამართლიანობა დამყარდება, როგორც კი უსამართლობის პრობლემა აღარ იქნება, მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში იყო განცხადებებში, მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები“, – განაცხადა პრემიერმა.