სამართალდამცველებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეების გაფრთხილება დაიწყეს.
მათ მოუწოდებენ ტერიტორია დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული საშუალებები. აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეა, პერიოდულად იყენებს პიროტექნიკას. შენობის წინ განლაგებული სამართალდამცველების მიმართ ისინი გარკვეულ საგნებსაც ისვრიან.
კომენტარები