საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. ვიდეოში ისმის აქციის რამდენიმე მონაწილის საუბარი, რომლებიც სამართალდამცველებზე თავდასხმის სცენარს განიხილავენ.
ისინი გეგმავენ გრიბოედოვის ქუჩაზე შეიტყუონ პოლიციელები, რომლებსაც წინასწარ ჩასაფრებულ 50-100 მოკავშირესთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდებიან.
„გამოიქცევიან გრიბოედოვზე და იქ იქნები 50-100 კაცით, ბიტებით, ერთი ეგ გადამტვრევა და მორჩა!!!.“, – ისმის ჩანაწერში.
ჩანაწერი ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არ არის.
კომენტარები