ნატოს წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში ომის დასრულების სავარაუდო სცენარების განხილვა დაიწყეს. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთ ვარიანტად დემილიტარიზებული ზონის შექმნა განიხილება. თუ ეს ასე მოხდა, ზონის კონტროლს ევროპული საჯარისო შენაერთები განახორციელებენ.
გამოცემის მტკიცებით, ომის დასრულების სცენარს უკრაინაში მოწყვლადი სიტუაციის გამო განიხილავენ. Bloomberg-ი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.
ამრიგად, ევროპელ მოკავშირეებს სურთ აჩვენონ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომ ევროკავშირი გავლენიან ორგანიზაციად რჩება.
ამასთან ერთად, როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ომის დასრულების სცენარების განხილვა იმ დროს მიმდინარეობდა, როცა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაზრდაზე აკეთებდა აქცენტს და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მეორე პლანზე დააყენა.
როგორც რუტემ აღნიშნა, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ტრაექტორიის ცვლილება ფრონტის ხაზზე კიევის პოზიციების გამყარებით არის შესაძლებელი.