“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოფისებში საგამოძიებო მოქმედებებს და კონკრეტული პირების დაკავებას ეხმიანება.
მისი განცხადებით, როგორც კი განეიტრალდა რადიკალების ბუდეები, ამოიღეს პიროტექნიკა თუ ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილები”, აქცია მშვიდობიანი გახდა. ასევე ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერებიც საკმაოდ შეშინებულები იყვნენ.
“ფაქტი სახეზეა, როგორც კი განეიტრალდა რადიკალების ბუდეები, როგორც კი ამოღებულ იქნა სხვადასხვა საშუალებები (პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები და სხვა), დააპატიმრეს ექსტრემისტები აქციამ მშვიდობიანი სახე მიიღო. ოპოზიციის ლიდერებიც საკმაოდ შეშინებულ-შეფუცხუნებულები იყვნენ, ასეა, როცა სახელმწიფოს ემტერები, კრახი გარდაუვალი გაქვს.” – წერს ნიკოლეიშვილი.
კომენტარები