სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, ოპონენტების მიერ დასმულ კითხვებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ უკანონო მოსმენის ვერცერთი კონკრეტული შემთხვევა ვერ დაასახელეს.
როგორც ტაბატაძემ აღნიშნა, მან კითხვებზე კანონმდებლობიდან გამომდინარე ამომწურავი პასუხები გასცა.
”იყო უკანონო მოსმენებზე კითხვა და ამაზე ჩემი პასუხი იყო ასეთი – მითხარით ერთი კონკრეტული შემთხვევა, თუმცა ასეთი ვერ დაასახელეს. რაც შეეხება ”ოდეერებს”, ამასთან დაკავშირებით სრული რეორგანიზაცია გავაკეთეთ. შეიქმნა სრულიად ახალი ინსტიტუტი – უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი, რომელიც მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში მიავლენს თავის თანამშრომლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხდება ორმხრივი თანამშრომლობის და ხელშეკრულების საფუძველზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი ოფიცერი დღეს არც ერთ უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ გვყავს”, – განაცხადა ტაბატაძემ.