სიმართლე, რომელსაც ამდენი წელი გიმალავდნენ, არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი კატასტროფულად დამარცხდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„აბა სხვა რა ჰქვია იმას, როცა ტრილიონჯერ უფრო დიდი ქვეყანა ესხმის პატარა მეზობელს, ძვრას ვერ უყოფს მის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, პოლიტიკურ კურსს და ვერცერთ საკუთარ მიზანს ვერ ასრულებს.
2008 წელი არის სწორედ ჩვენი არ და ვერ დაჩმორების ბრწყინვალე მაგალითი. ჩვენ ჩვენი არსით თუმცა პატარა, მაგრამ გამარჯვებისთვის დაბადებული ერი ვართ“, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები
