ბელგიის პოლიციამ ათასობით ევრო აღმოაჩინა მართლმსაჯულების საკითხებში ყოფილი ევროკომისრის, დიდიე რეინდერსის სახლის ჩხრეკის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
საქმის მასალების თანახმად, რეინდერსი ეროვნული ლატარიის მეშვეობით ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.
ყოფილი ევროკომისარი, გამოძიების თანახმად, 1-დან 100 ევრომდე ღირებულების ელექტრონულ ვაუჩერებს ყიდულობდა და შემდეგ ეროვნული ლატარიის ანგარიშზე რიცხავდა.
ლატარიის ანგარიშით და ნაღდი ფულის გამოყენებით ის თამაშობდა, ხოლო მოგებულ თანხას საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა.
ევროკომისიის სპიკერმა დაადასტურა, რომ ინფორმირებულნი არიან გამოძიების შესახებ და აღნიშნა, რომ ითანამშრომლებენ ბელგიის ხელისუფლებასთან.
კომენტარები
