პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სიტყვებთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძის გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანს, თუ რა თქვა რეალურად ბიძინა ივანიშვილმა.
ჩაჩანიძე ოპოზიციას ბოროტ მატყუარა თაღლითებს უწოდებს. მისივე თქმით, ისე გასაცოდავდნენ რომ ამ ფეიკს დაუბრუნდნენ.
„ისე გასაცოდავდნენ რომ ამ ფეიკს დაუბრუნდნენ, რომელიც თავის დროზე ხანდაზმულმა თაღლითმა ხაზარაძემ გაავრცელა. ბოროტი მატყუარა თაღლითები ხართ კოლექტიურო სანაცეთო“, – წერს შაკო ჩაჩანიძე.
კომენტარები