იმ ადამიანებს, რომლებიც მიდიან და მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს, დანარჩენი ექსტრემისტული ძალები იყენებენ სათავისოდ, რომ ქვეყანაში მოახდინონ მაიდანიზაცია, მოახდინონ არეულობა და ქვეყანა დაღუპონ, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„დღევანდელმა ხელისუფლებამ რაც გააკეთა ევროინტეგრაციის კუთხით, ეს არის ყველაზე მეტი ვისაც შეეძლო გაეკეთებინა ხელისუფლებებს შორის. ეს პროცესი არის შეუქცევადი, ამ კურსს არავინ არ გადაუხვევს, ჩვენ ყველა ვრჩებით ამის ერთგული, უბრალოდ ითქვა რომ ეს ნუ იქნება შანტაჟის საგანი, ნუ გახდით ქვეყანას პოლარიზებულს.
ადამიანები დარწმუნებული არიან რომ ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ. მინდა მივმართო ყველას, ეს არის აბსურდი, ეს არის წარმოუდგენლად არარეალური რამ, ეს დაგაჯერეს. აღქმების დროში ვცხოვრობთ და ამ აღქმებიდან გამომდინარეა ეს ყველაფერი წარმოდგენილი მათთვის.
ყველანაირი ძალადობა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში უნდა დამთავრდეს. ეს არის წარმოუდგენელი, მიუღებელი, ყველა ამას ვგმობთ და როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი, ღირსეული ქართველი ამას ამართლებდეს. ყველაფერი უნდა გამოიძიოს სახელმწიფომ და პასუხი აგოს ვინც დამნაშავეა“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
