მე ვუყურებ ამ შეიარაღებულ კადრებს და ჩემი ფიქრები წავიდა 1991 წლის 22 დეკემბრისკენ, როდესაც ზუსტად ასეთი ფორმირებები იქმნებოდა, მოხდა სამოქალაქო ომი, რომელმაც ძალიან დიდი ხნით დაგვწია უკან. შემდგომში ეს ბანდფორმირებები ყველას სახლებში უვარდებოდნენ , – განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო გადანაწილების პროცესში საქართველოზე თითქოს სიგნალს უგზავნიან რუსეთს, რომ ჯერ საქართველო ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ამას არ ვიღებთ ჯერ, შენ არ იდარდო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს თითქოს სიგნალია რუსეთისთვის დასავლეთიდან, რომ საქართველო ისევ თქვენია, ჩვენ მას არც მოლაპარაკებას ვუხსნით, ყველაფერზე ვაწუწუნებთ და ჩემთვის ეს ყველაფერი აღიქმება, როგორც სიგნალი რუსებთან, რომ ჯერ საქართველოზე და კავკასიაზე ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს. ძალიან რთულია ასეთი ძლიერი პროპაგანდის წინაშე ბრძოლა“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.