საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა დოლიძემ პირდაპირ ეთერში მუშაობაში ხელი შეუშალა.
ანა ბროლაძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ერთვებოდა, რა დროსაც ანა დოლიძე მასთან მივიდა და აღნიშნა, რომ განცხადების გაკეთება სურდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა დოლიძეს ეთერი დუთმო და განცხადების გაკეთების საშაულება მისცა, მან „პირველ არხს“ „უნიათოები“ და „ფაშისტური რეჟიმის პროპაგანდისტები“ უწოდა.
ანა დოლიძის ქმედებას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები და ტაში მოჰყვა. მათ ასევე სცადეს ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა.
„იმედი“ კატეგორიულად გმობს მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას და სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს. მედიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ პროფესიული მოვალეობის შესრულებისა და მოვლენების გაშეუქების შესაძლებლობა.