ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პირდაპირი ჩართვისას რამდენიმე მონაწილემ ტელეკომპანიის ჟურნალისტს აგრესიულად მიმართა და „რუსთავი 2-ს“ პროპაგანდისტი მედია უწოდა.
საბოლოოდ „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი აქციის მონაწილეთა გარემოცვაში აღმოჩნდა და აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქების გაგრძელება ვეღარ შეძლო.
კომენტარები