გია მაისაშვილი, რომელმაც უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
,,სიხარულით თვალები ცრემლით მევსება როდესაც თქვენს სიყვარულით სავსე კომენტებს ვკითხულობ, მაპატიეთ პასუხის გაცემა არ შემიძლია. სკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს ვგავარ 85 კილოდან 65 კილოზე ჩამოვედი. 31 დღე სრული შიმშილობისა მხოლოდ წყალი, რომლის დანახვაც კი აღარ მინდა, დასრულებულია. აი, ასე გამოვიყურები. ძალა გამოცლილი, მენატრება მჭადი და ყველი და ეკალა ნიგვზიანი ძმრით. გონება 24 საათი როგორც იდეების უწყვეტი გენერატორი ისე მუშაობს. არ მეგონა თუ ადამიანს ამდენი შეეძლო, ამიტომ ჩემიანების წახალისებით ამ დილას გადავწყვიტე 40 დღიან სააკრალურ ნიშნულზე გასვლა, ახლა იწყება მთავარი სულიერი ტრანსფორმირება და ეს დრამატული პროცესი უნდა მივიყვანო 9 ივნისამდე, 40 დღე, ერთი თვე და ათი დღე სრული შიმშილობისა. საათებს ვითვლიდი, ახლა კი მშვიდად ვარ, ველი 9 ივნისს გამარჯვებას თქვენთან ერთად. ერთადერთი ფიზიკური მდგომარეობა განუწყვეტლივ იცვლება, საწოლიდან ვეღარ ვდგები და მუდმივად გონების დაკარგვის საშიშროებაა, გულის რევის განცდაა მუდამ და გაბუწყვეტელი თავის ტკივილი. მაგრამ როდესაც ასეულ ათასი მლოცველი გყავს და გამარჯვების რწმენით სავსე ხარ იცი რომ 9 ივნისამდეც მიხვალ და გპირდებით პირველს, რასაც გავაკეთებ, ამ 40 დღიანი დრამატული ეპოპეის წიგნად აღწერილს შემოგთავაზებთ. თქვენი სიყვარული ფრთებს მასხავს და მაგულიანებს. მეტი წერა აღარ შემიძლია. დროებით.“ – წერს გია მაისაშვილი.