საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლაშა ტალახაძემ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიების გადადებასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფთან განცხადება გააკეთა.
ტალახაძემ მიმართა ჟურნალისტს და უთხრა, რომ სწორედ ისინი არიან, ის ადამიანები, რომლებმაც ბავშვებს ნაძვის ხე წაართვეს.
„თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ნაძვის ხეს ართმევთ, მაგრამ არ გამოგივათ, ნამდვილად აენთება ნაძვის ხე,“- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
კომენტარები