სალომე ზურაბიშვილისთვის ურთულესი პერიოდია იმ გაგებით, რომ ეს დესტრუქციული გეგმა განავითაროს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„ძალიან ძნელი იქნება ამ თავისი პრინციპისთვის ღალატი და ბოლომდე შეეცდება რომ ეს გეგმა განავითაროს. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ თუ არა შეთქმულებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია. ორბელიანების სასახლე სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, 29 დეკემბრამდე უნდა დატოვოს.
კომენტარები