თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევა სავაჭრო ცენტრ “გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
კომენტარები