საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებიან.
სამების ტაძარში იერუსალიმიდან ჩამოტანილ ზეციურ ცეცხლსაც მიიტანენ, საიდანაც ის მთელ საქართველოში გავრცელდება.
კომენტარები