ნებისმიერი შეზღუდვა არასწორია. საქართველო არანაირ შეზღუდვას არ იმსახურებს, ვინც დიპლომატიურ პასპორტს ფლობს, ოპოზიციიდან იქნება თუ ხელისუფლებიდან, არცერთ ადამიანის არ უნდა შეეზღუდოს დიპლომატიური პასპორტის გამოყენება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„ომის დროს არ იზღუდება დიპლომატების საქმიანობა და მე არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე შეიძლება რაიმე ორი აზრი არსებობდეს. საქართველო პატივისცემას იმსახურებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
კომენტარები