ჩვენ მივიღებთ კანონს, რომელიც იქნება აღსრულებადი და გამოადგება ჩვენს მომავალ თაობებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
როგორც ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობას გააჩნია, დაწყებულია კონსულტაციები და ეს პროცესი გრძელდება.
”შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობასთან გაგრძელდება დისკუსია. შევაჯერებთ მათთან პოზიციებს და პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენისათვის შეჯერებული ვარიანტი გავა. შენიშვნებთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა – გარკვეულ ნაწილში მთავრობამ ჩვენი პოზიცია გაიზიარა, გარკვეულ ნაწილში ჩვენ გავიზიარეთ მათი პოზიცია. ჩვენ მივიღებთ კანონს, რომელიც იქნება აღსრულებადი და გამოადგება ჩვენს მომავალ თაობებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ.