პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მართლმადიდებლებს შობის დღესასწაულს ულოცავს.
„გილოცავთ მაცხოვრის შობას. ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას – ღირებულებებს, რომლებმაც მთელი ჩვენი კულტურა და ისტორია განსაზღვრა და რომლებიც დღესაც წარმართავს ჩვენს ყოველდღიურობას. შობის ღამეს მშვიდობას, ბედნიერებასა და სიყვარულს გისურვებთ თქვენს ოჯახებში“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.
კომენტარები